ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს ეძებენ

09:58, 06.07.2020

ქუთაისში, მდინარე რიონში მაშველები ახალგაზრდა მამაკაცს დილიდან ეძებენ.

სამძებრო სამუშაოებში ჩართული არიან იმერეთის რეგიონიდან ათი მეხანძრე-მაშველი, თბილისის სწრაფი რეაგირების სამმართველოს სამი მყვინთავი და სპეცტექნიკა.

სამუშაოებში სპეციალისტები ასევე იყენებენ დრონსა და ექოლოტს, რომლითაც ხდება ფსკერის სკანირება.

საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურში შეტყობინება დღეს დილით შევიდა.

მსგავსი