ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროს დაბინძურებას აპროტესტებენ
ქუთაისში, მდინარე რიონის სანაპიროს დაბინძურებას აპროტესტებენ

ქუთაისში, სამოქალაქო სექტორის წარმომადგენლები მდინარე რიონის სანაპიროს დაბინძურებას აპროტესტებენ.

მათ ჯაჭვის ხიდთან სანაპიროს დაბუნძურების ფაქტზე ბრიფინგი გამართეს და ადგილობრივი თვითმმართველობა არასათანადო რეაგირების გამო გააკრიტიკეს.

შეკრებილების თქმით, ქალაქის ისტორიული ნაწილი, რომელიც ტურისტებისთვის ერთგვარ სანახაობას უნდა წარმოადგენდეს, კრიტიკას ვერ უძლებს.

ისინი ხელისუფლებას ქმედითი ნაბიჯების გადადგმისკენ მოუწოდებენ.

„ქალაქის ისტორიული ნაწილი საინტერესო ლოკაციაა ტურისტებისთვის, მაგრამ აქ არსებული მდგომარეობის გამო, ეს ადგილი ამოღებულია ტურისტული მარშრუტიდან, რადგან უხერხულია ტურისტების აქ მოყვანა. ჩვენ ვერ ვიტყვით, კონკრეტულად ვისი პასუხისმგებლობაა, მაგრამ ფაქტია, რომ მეტი ქმედითი ნაბიჯი უნდა გადაიდგას, დაიგეგმოს დასუფთავების აქციები და გავალთ ყველანი“, – განაცხადა გიდების ასოციაციის თავმჯდომარე ლაშა ბერეკაშვილმა.

დატოვე კომენტარი