ქუთაისში მცირეწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ბრალდებით დაკავებულს ბრალი წარედგინა
ქუთაისში მცირეწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ბრალდებით დაკავებულს ბრალი წარედგინა

ქუთაისში მცირეწლოვანთან სექსუალური ხასიათის სხვაგვარი ქმედების ჩადენის ბრალდებით დაკავებულ 60 წლის მამაკაცს ბრალი ოფიციალურად წარედგინა.

ბრალდებული ამ დროისთვის წინასწარი მოთავსების იზოლატორში იმყოფება. სამართალდამცველებმა ის გუშინ ავტოქარხნის დასახლებაში დააკავეს.

არსებული ინფორმაციით, მან გარყვნილი ქმედება შვიდი წლის ბავშვთან სცადა. პოლიციამ მამაკაცი მას შემდეგ დააკავა, რაც არასრულწლოვანმა მომხდარის შესახებ ოჯახს აცნობა. მის დაკავებას ხმაური მოჰყვა.

მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 138-ე მუხლით მიმდინარეობს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში, მამაკაცს 7-დან 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.