ქუთაისში მამის მკვლელობაში ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა
ქუთაისში მამის მკვლელობაში ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიებად პატიმრობა შეეფარდა

ქუთაისში მამის მკვლელობაში ბრალდებულ პირს აღკვეთის ღონისძიების სახედ პატიმრობა შეეფარდა.

სხდომა ქუთაისის საქალაქო სასამართლოში დისტანციურად გაიმართა. დაკავებულის ადვოკატის, ირაკლი შენგელიას თქმით, მოლოდინი ჰქონდა, რომ მისი დაცვის ქვეშ მყოფი სასამართლოს დასრულებამდე აღკვეთის ღონისძიების გარეშე დარჩებოდა, რადგან საქმეში არსებული გარემოებები ამის შესაძლებლობას ტოვებდა. ადვოკატი თქმით დაცვის მხარემ პროცესზე 10 000 ლარიანი გირაოს შუამდგომლობაც დააყენა, თუმცა მოსამართლემ არ გაითვალისწინა.

დაცვის მხარე გადაწყვეტილების გასაჩივრებას და მუხლის გადაკვალიფიცირებას მოითხოვს. ადვოკატი აცხადებს, რომ დაკავებული მამის მიერ ნაცემია, მას სხეულზე დაზიანებებიც აქვს და ის იძულებითი მოგერიების მიზნით თავს იცავდა.

ადვოკატის თქმით, ბრალდებული ფაქტს აღიარებს და მომხდარს ინანიებს.

24 მაისს ქუთაისში მკვლელობა მოხდა. გამოძიების ინფორმაციით, შვილმა მამა მოკლა. გამოძიება ოჯახის წევრის მიმართ დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილ განზრახ მკვლელობის ფაქტზე, საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 11 პრიმა-109-ე მუხლის მეორე ნაწილის „ვ“ ქვეპუნქტით დაიწყო.