ქუთაისში „კოვიდ-19“-ის შემთხვევა ბოლო 25 დღეა, არ დაფიქსირებულა
ქუთაისში „კოვიდ-19“-ის შემთხვევა ბოლო 25 დღეა, არ დაფიქსირებულა

ქუთაისში „კოვიდ-19“-ის შემთხვევა ბოლო 25 დღეა, არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის მანძილზე სპეციალისტებმა 115 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთ პირთან არ დადასტურდა.

გიორგიძის თქმით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაცინეტებს და სხვა სამიზნე ჯგუფებს  ჩაუტარდათ.

რაც შეეხება რეგიონის საკარანტინო სივრცეებს, რეგიონის მასშტაბით კარანტინში 154 პირი იმყოფება.