ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის 29 კონტაქტიდან „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის 29 კონტაქტიდან „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა

ქუთაისში კორონავირუსით ინფიცირებული ქალის 29 კონტაქტიდან „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში კორონავირუსზე 1 011 ტესტი ჩატარდა და „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა.

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში ახალი კორონავირუსი 61 წლის ქალს ორი დღის წინ დაუდასტურდა.