ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 57 წლის მამაკაცია, ის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა
ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 57 წლის მამაკაცია, ის კლინიკა „ბომონდში“ მკურნალობდა

ქუთაისში კორონავირუსით გარდაცვლილი პაციენტი 57 წლის მამაკაცია, რომელიც კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში მკურნალობდა. კლინიკის კლინიკური მენეჯერის, მაია ყიფიანის ინფორმაციით, პაციენტი კლინიკაში 18 ოქტომბერს შეიყვანეს. მას ორმხრივი პნევმონია და სუნთქვის მწვავე უკმარისობა აღენიშნებოდა.

„პაციენტს ასევე ჰქონდა გულის იშემიური დაავადება, შაქრიანი დიაბეტი, ფილტვების ქრონიკული ობსტრუქციული დაავადება. კლინიკაში შემოსვლის დროისთვის მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა მძიმედ შეფასდა. ის მართვით სუნთქვაზე იმყოფებოდა და ექიმების მცდელობის მიუხედავად, პაციენტის გადარჩენა ვერ მოხერხდა“, – განაცხადა მამია ყიფიანმა.

ამ დროისთვის, კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს 110 პაციენტი გადის. მათ შორის 25 ორსული და მელოგინეა. სამედიცინო დაწესებულებაში ვირუსი 250-მა პაციენტმა დაამარცხა.