ქუთაისში კორონავირუსით 27 წლის ქალი გარდაიცვალა
ქუთაისში კორონავირუსით 27 წლის ქალი გარდაიცვალა

ქუთაისში კორონავირუსით 27 წლის ქალი გარდაიცვალა.

როგორც გარდაცვლილის ოჯახის წევრები აცხადებენ, პაციენტის ჰოსპიტალიზება დაგვიანებით მოხდა.

გარდაცვლილის დედის ინფორმაციით, პაციენტის ტესტის პასუხი ოჯახმა მხოლოდ მისი გარდაცვალების შემდეგ მიიღო.

მისივე თქმით, ექიმებს სიმპტომების გამოვლენისთანავე მიმართეს, თუმცა ყველა პროცედურა დაგვიანებით ჩატარდა.

დედის განცხადებით, ახალგაზრდა ქალს თანმდევი დაავადებები არ აღენიშნებოდა.

ოჯახი მომხდარში ხელისუფლებას ადანაშაულებს და ამბობს, რომ ქვეყანაში ამ კუთხით სიტუაცია უმართავია.