ქუთაისში კორონავირუსისგან პირველი ორსული პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისში კორონავირუსისგან პირველი ორსული პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში კორონავირუსისგან პირველი ორსული პაციენტი გამოჯანმრთელდა. 36 კვირის ორსული ქალბატონისათვის ორჯერ ჩატარებულმა ლაბორატორიულმა კვლევამ უარყოფითი პასუხი აჩვენა. პაციენტი, რომელიც სამეგრელოს მკვიდრია, სტაციონარს დღეს დატოვებს.

ამ დროისთვის, კოვიდკლინიკაში 12 ორსული რჩება და ორი მელოგინე განაგრძობს მკურნალობის კურსს.

ჯამში, კლინიკის სტაციონარში დადასტურებული „კოვიდ 19“-ით 94 პაციენტია მოთავსებული. რამდენიმე მათგანს ორმხრივი პნევმონია აღენიშნება, ორი პაციენტი მართვით სუნთქვაზე იმყოფება, ხოლო ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობას მედიკოსები თანმდევი დაავადებების გათვალისწინებით, მძიმედ აფასებენ.