ქუთაისში კორონავირუსისგან ასაკოვანი ცოლ-ქმარი გამოჯანმრთელდა
ქუთაისში კორონავირუსისგან ასაკოვანი ცოლ-ქმარი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში კორონავირუსული ინფექციისგან ასაკოვანი ცოლ-ქმარი განიკურნა. 71 წლის მამაკაცი და 75 წლის ქალი აჭარის მკვიდრები არიან. ისინი მკურნალობის კურსს მამუკა მიქაძის „კლინიკა ბომონდის“ კოვიდცენტრში გადიოდნენ.

გამოჯანმრთელებულმა ცოლ-ქმარმა სამედიცინო დაწესებულება უკვე დატოვა.

დღესვე, ბინაზე გამოჯანმრთელებული გაეწერა ერთი ბავშვი და ორი ზრდასრული, ხოლო ოთხი ზრდასრული დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით საკარანტინო სივრცეში გადავიდა.

„კლინიკა ბომონდი“ კოვიდცენტრი 14 სექტემბრიდან ფუნქციონირებს. დღემდე ვირუსი 85-მა პაციენტმა დაამარცხა.

ამ დროისთვის მკურნალობის კურსს 72 კოვიდდადებითი პაციენტი აგრძელებს.