ქუთაისში კორონავირუსისგან 101 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისში კორონავირუსისგან 101 წლის პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისის საეკლესიო საავადმყოფოში „კოვიდ-19“-ისგან 101 წლის ქალი გამოჯანმრთელდა. პაციენტი ქუთაისის მკვიდრია. ის სამედიცინო დაწესებულებაში 20 ნოემბერს შეიყვანეს.

სამედიცინო დაწესებულების დირექტორის, მაგდა კოსტავას ინფორმაციით, პაციენტს ტემპერატურასთან ერთად ზოგადი სისუსტე და ორმხრივი პნევმონია აღენიშნებოდა. კლინიკაში გატარებული ღონისძიებების შედეგად, მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დასტაბილურდა.

კოსტავას თქმით, პაციენტი კლინიკას უახლოეს დღეებში დატოვებს.

„ბებოს ხვალ, ან ზეგ გავწერთ. საკმაოდ აქტიური ქალბატონია. ჩვენს კლინიკაში ამჟამად 62 კოვიდდადებითი პაციენტია. გვყავს როგორც საშუალო სირთულის, ისე მძიმე პაციენტები”, – ამბობს მაგდა კოსტავა.

დატოვე კომენტარი