ქუთაისში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა

19:57, 11.09.2020

ქუთაისში კორონავირუსის რვა ახალი შემთხვევა გამოვლინდა.

იმერეთის მხარეში სახელმწიფო რწმუნებულის ზვიად შალამბერიძის ინფორმაციით, ინფექცია #32-ე საჯარო სკოლის ინფიცირებულ პედაგოგთან კონტაქტში მყოფ პირებს დაუდასტურდათ.

ამასთან, ქუთაისის ცენტრალურ სკვერში მოწყობილ საველე კარავში დღის განმავლობაში მედიკოსებმა „პისიარ“ ტესტისთვის ნიმუშები 300-ზე მეტ მოქალაქეს აუღეს. ტესტის პასუხები ხვალ დილით გახდება ცნობილი.

მსგავსი