ქუთაისში კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით აქცია გაიმართა
ქუთაისში კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით აქცია გაიმართა

ქუთაისში კორონავირუსის გამო დაწესებული რეგულაციების შემსუბუქების მოთხოვნით აქცია გაიმართა. აქციის მონაწილე ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების აქტივისტები ხელისუფლებას მიმართავენ და სთხოვენ, გაიხსნას ყველა ის დარგი, რომელიც ეკონომიკის განვითარებასთან პირდაპირ კავშირშია.

მათი თქმით, საზოგადოებამ უნდა გადაწყვიტოს, უნდა თუ არა შეზღუდვები და მათ თავად უნდა იზრუნონ საკუთარ ჯანმრთელობაზე.

აქციის მონაწილეები იმასაც ამბობენ, რომ თუ ეკონომიკა დროულად არ გაიხსნება, მოსახლეობას შიმშილი ემუქრება.