ქუთაისში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა
ქუთაისში კორონავირუსის 11 ახალი შემთხვევა გამოვლინდა

24 საათის განმავლობაში ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს კორონავირუსით ინფიცირებული 11 პაციენტი დაემატა, ხოლო 9 გამოჯანმრთელდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორ ნოდარ მაღლაფერიძის განცხადებით, საავადმყოფოში ამ დროისთვის 70 პაციენტი მკურნალობს.

„დაგვემატა 12 ინფიცირებული პაციენტი, ხოლო ცხრა გამოჯანმრთელებულმა კლინიკა დატოვა. ოთხი პაციენტი გვყავს კრიტიკულად მძიმე, ხოლო ცხრა სტაბილური“, – განაცხადა მაღლაფერიძემ.

ამ დროისთვის, კლინიკაში კორონავირუსზე საეჭვო 11 პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

ქუთაისის ინფექციური კლინიკა ჯამში 182-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა.