ქუთაისში კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლების სასამართლო პროცესი 16:00 საათზე გაიმართება
ქუთაისში კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლების სასამართლო პროცესი 16:00 საათზე გაიმართება

ქუთაისის საქალაქო სასამართლოში კომპანია „საქნახშირის“ თანამშრომლების სასამართლო პროცესი 16:00 საათზე ჩაინიშნა.

მოსამართლე მინდელის სახელობის შახტის დირექტორის, მთავარი ინჟინრის, მენეჯერის, უბნის უფროსის, მისი მოადგილისა და თანაშემწისთვის აღვეთის ღონისძიების შეფარდების საკითხს განიხილავს.

თანამშრომლების ინტერესებს კომპანიის მიერ დაქირავებული ადვოკატები დაიცავენ.

დაცვის მხარე ბრალდებულებისთვის წინასწარი პატიმრობის სახით სასამართლოს გირაოს შესთავაზებს. ბრალის დამტკიცების შემთხვევაში ბრალდებულებს 2- დან 5 წლამდე თავისუფლების აღკვეთა ემუქრებათ.