ქუთაისში, კლინიკა „მედიქალ სითიში“ წითელას დიაგნოზით 20 პაციენტი მკურნალობს
ქუთაისში, კლინიკა „მედიქალ სითიში“ წითელას დიაგნოზით 20 პაციენტი მკურნალობს

ქუთაისში კლინიკა „მედიქალ სითის“ ინფექციურ განყოფილებას იანვარში წითელას ინფექციით 94-მა პაციენტმა მიმართა. ამ დრომდე, საავადმყოფოში წითელას დიაგნოზით 20 პაციენტი მკურნალობს.

ექიმის ინფორმაციით, წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით მიმართვიანობა სამჯერ არის გაზრდილი.

კლინიკის ინფექციურ დაავადებათა დეპარტამენტის უფროსი ნუგზარ მაღლაკელიძე ვარაუდობს, რომ მომდევნო კვირაში მიმართვიანობის მაჩვენებელი პიკს მიაღწევს.

რაც შეეხება სეზონურ გრიპსა და H1N1 ვირუსის შემთხვევებს, ექიმი ამბობს, რომ ამ ეტაპზე მიმართვიანობა ფაქტობრივად შეწყვეტილია.