ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსით ინფიცირებულ ოთხ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ კორონავირუსით ინფიცირებულ ოთხ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრში კორონავირუსით ინფიცირებულ ოთხ ორსულს საკეისრო კვეთა ჩაუტარდა. როგორც კლინიკაში აცხადებენ, ოთხივე შემთხვევა წარმატებით დასრულდა.

საკეისრო კვეთის შედეგად, ხუთი ახალშობილი გაჩნდა, მათ შორის, ტყუპი ვაჟები.

„თითოეულ შემთხვევაში საკეისრო კვეთება ჩვენებით ჩატარდა. განსაკუთრებით რთული იყო ერთი ორსულის მდგომარეობა, რომელსაც სუნთქვის უკმარისობა აღენიშნებოდა. საბოლოოდ ყველაფერი კარგად დასრულდა. დედებიც და ახალშობილებიც თავს კარგად გრძნობენ“, – ამბობს კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგი თეონა ლორთქიფანიძე.

დღესვე კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი 13-მა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, ხოლო ექვსი პაციენტი დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით საკარანტინო სივრცეში გადავიდა.

ამ დროისთვის კლინიკაში კოვიდდადებითი 77 პაციენტი რჩება.

დატოვე კომენტარი