ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ 14 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ 14 კოვიდინფიცირებული ორსული მკურნალობს

ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოს ოთხი კოვიდინფიცირებული დაემატა, 21 პაციენტი კი გამოჯანმრთელდა.

კლინიკის სამედიცინო დირექტორის, ნოდარ მაღლაფერიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში 47 კოვიდინფიცირებული მკურნალობს, მათგან ცხრა პაციენტის მდგომარეობა მძიმეა, ორის კი კრიტიკულად მძიმე.

ქუთაისის კლინიკა „ბომონდი“ დღეს რვა გამოჯანმრთელებულმა პაციენტმა დატოვა, მათ შორის სამი არასრულწლოვანია.

ამასთან, კლინიკაში შვიდი ახალი ინფიცირებული მიიღეს.

კლინიკა „ბომონდში“ 97 კოვიდინფიცირებულ პაციენტს შორის 14 ორსული და ათი ბავშვია.