ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ ​კორონავირუსისგან 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდში“ ​კორონავირუსისგან 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ ​კოვიდცენტრში 12 პაციენტი გამოჯანმრთელდა. გამოჯანმრთელებული ორსულები, მელოგინეები და ბავშვები კლინიკას დღეს დატოვებენ.

​კოვიდცენტრში ამ დროისთვის 123 პაციენტია მოთავსებული. მათ შორის 27 ორსული და მელოგინე, ხოლო 15 ბავშვი.

„37 პაციენტი გვყავს ინტენსიური თერაპიის განყოფილებაში. კრიტიკულად მძიმეა ოთხი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა. გაზრდილი მომართვიანობიდან გამომდინარე, 10 საწოლი დავამატეთ ინტენსიური თერაპიის განყოფილებას. კოვიდცენტრის გახსნის დღიდან, 30 მშობიარობა და საკეისრო კვეთა ჩატარდა. ყველა შემთხვევა კარგად დასრულდა. ჯამში კლინიკას 350 გამოჯანმრთელებული ჰყავს“, – განაცხადა „ბომონდის“ კლინიკურმა მენეჯერმა მამია ყიფიანმა.

დატოვე კომენტარი