ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის” კოვიდცენტრში ბოლო 24 საათის განმავლობაში ხუთი ბავშვი დაიბადა
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის” კოვიდცენტრში ბოლო 24 საათის განმავლობაში ხუთი ბავშვი დაიბადა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის” კოვიდცენტრში ბოლო 24 საათის განმავლობაში ხუთი ბავშვი დაიბადა. „ბომონდის“ კოვიდცენტრის მეან-გინეკოლოგის, გიორგი სხილაძის ინფორმაციით, ჩვილები კოვიდცენტრის სამეანო-გინეკოლოგიურ განყოფილებაში მოთავსებულმა ინფიცირებულმა ორსულებმა გააჩინეს.

ამასთან, განყოფილებაში ექვსი ორსულისა და მელოგინის გამოჯანმრთელებას ელოდებიან. იმ შემთხვევაში, თუ მათთვის ჩატარებული ლაბორატორიული კვლევა ვირუსის არსებობას არ დაადასტურებს, ორსულები და მელოგინეები კოვიდცენტრს დატოვებენ.

„ხუთი სამეანო შემთხვევა გვქონდა და ყველა შემთხვევა კარგად დასრულდა. ამ დროისთვის კოვიდცენტრში მკურნალობის კურსს 40 ორსული გადის. მათი ჯანმრთელობის ზოგადი მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია“, – განაცხადა  გიორგი სხილაძემ.