ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა არასრულწლოვანმა დატოვა
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა არასრულწლოვანმა დატოვა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი კიდევ ორმა გამოჯანმრთელებულმა დატოვა. ორივე გამოჯანმრთელებული არასრულწლოვანია.

ამ დრომდე კლინიკაში კორონავირუსი ექვსმა პაციენტმა დაამარცხა. აქედან სამი ბავშვი, ერთი ორსული და ორი ზრდასრული პაციენტია.

კოვიდკლინიკაში დადასტურებული „კოვიდ-19“-ით მკურნალობის კურსს ამ დროისთვის 95 პაციენტი აგრძელებს. უახლოეს დღეებში მედიკოსები კიდევ რამდენიმე პაციენტის გამოჯანმრთელებას ელოდებიან.