ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი დღეს ​ოთხმა ​გამოჯანმრთელებულმა დატოვა
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი დღეს ​ოთხმა ​გამოჯანმრთელებულმა დატოვა

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ კოვიდცენტრი დღეს კორონავირუსისგან ​გამოჯანმრთელებულმა ოთხმა პაციენტმა დატოვა.

პაციენტებს შორის ერთი ორსული, ერთი მელოგინე და ერთი ბავშვია.

„ერთი გამოჯანმრთელებული ორსული მეუღლესთან და მცირეწლოვან შვილთან ერთად გაეწერა ბინაზე, ერთი მელოგინე ახალშობილთან ერთად გადავიდა საკარანტინო სასტუმროში ჯანმრთელობის დამაკმაყოფილებელი მდგომარეობით. კლინიკაში ამ დროისთვის სულ 84 კოვიდდადებითი პაციენტი რჩება. მძიმეა სამი პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა, ხოლო ორი მართვით სუნთქვაზე იმყოფება. როგორც თქვენთვის ცნობილია, „კლინიკა ბომონდი“ მესამე დონის მრავალპროფილური სამედიცინო ცენტრია, რაც იმას ნიშნავს, რომ კლინიკას ნებისმიერი სირთულის პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობის მართვა შეუძლია. განსაკუთრებით აღსანიშნავია, ორსულები და ახალშობილები. უნდა ითქვას ისიც, რომ კოვიდცენტრში არიან მოთავსებული პაციენტები, რომელთაც, კოვიდინფექციასთან ერთად, არაერთი ქრონიკული დაავადება აღენიშნებათ, რაც მათ ჯანმრთელობის მდგომარეობას ამძიმებს. ჩვენი კლინიკის გუნდი 24-საათიან რეჟიმში ზრუნავს თითოეული პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობაზე“, – ამბობს „კლინიკა ბომონდის“ კლინიკური მენეჯერი მამია ყიფიანი.

დატოვე კომენტარი