ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრში კორონავირუსზე სამი პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან
ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ ცხელების ცენტრში კორონავირუსზე სამი პაციენტის კვლევის შედეგებს ელოდებიან

ქუთაისში, კლინიკა „ბომონდის“ ე.წ. ცხელების ცენტრში ახალ კორონავირუსზე სამი პაციენტის ლაბორატორიული კვლევის შედეგებს ელოდებიან.

როგორც კლინიკაში განმარტავენ, მათგან ორი პაციენტი სასწრაფო-სამედიცინო დახმარების ჯგუფებმა სტაციონარში სახლებიდან ცხელებით შეიყვანა; მესამე პაციენტი კი, რომელმაც წყლის ნაცვლად, შემთხვევით სადეზინფექციო ხსნარი დალია, კატასტროფის ჯგუფმა ქუთაისში ზესტაფონიდან, „ჯეოჰოსპიტალის“ კლინიკიდან გადაიყვანა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა ამ დროისათვის დამაკმაყოფილებელია.

კლინიკა „ბომონდის“ ე.წ. ცხელების ცენტრი ამ დრომდე ცხელების სიმპტომის მქონე 200-მდე პაციენტს მოემსახურა, მათ შორის ორსულებს. ლაბორატორიული კვლევების შედეგად, ახალი კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა.