ქუთაისში ხვალიდან მოქალაქეებს მხოლოდ ავტობუსები მოემსახურება
ქუთაისში ხვალიდან მოქალაქეებს მხოლოდ ავტობუსები მოემსახურება

ქუთაისში ხვალიდან მხოლოდ ავტობუსები იმოძრავებს. უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს სხდომაზე მიღებული გადაწყვეტილების შესაბამისად, ქუთაისში ავტობუსების მარშრუტები შეიცვლება ახალი სატრანსპორტო სქემის მიხედვით.

„ახალი რეალობის შესაბამისად, გვიწევს მთელი რიგი ღონისძიებების გატარება. ცვლილებები შეეხო საქალაქო ტრანსპორტით მომსახურებასაც. ხვალიდან შეწყდება მიკროავტობუსების მოძრაობა და მხოლოდ ავტობუსები მოემსახურება მოქალაქეებს. ქალაქში არ გვექნება ისეთი მიმართულება და უბანი, სადაც ავტობუსი არ იმოძრავებს“,- განაცხადა ქუთაისის მერმა, გიორგი ჭიღვარიამ.

საქართველოს მასშტაბით, მათ შორის თბილისში, ხვალიდან მიკროავტობუსების მომსახურება დროებით ჩერდება.