ქუთაისში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა
ქუთაისში ხანძრის შედეგად საცხოვრებელი სახლი დაიწვა

ქუთაისში, მეგრელიშვილის ქუჩის 12 ნომერში მდებარე საცხოვრებელი სახლი მთლიანად დაიწვა.

ხანძრის დროს სახლში მამაკაცი იმყოფებოდა, რომელიც არ დაშავებულა.

ჯერ უცნობია, თუ რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი, თუმცა წინასწარი ინფორმაციით, ცეცხლი უყურადღებობის შედეგად გაჩნდა.

ადგილზე მეხანძრეები მუშაობენ.

მომხდართან დაკავშირებით დაწყებულია გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის ​187-ე მუხლით, რაც ნივთის დაზიანებას ან განადგურებას გულისხმობს.