ქუთაისში, ბინაში ხანძარს მამაკაცი ემსხვერპლა. შემთხვევა ნიკეას დასახლებაში მოხდა. 60 წლის მამაკაცს გადაადგილების პრობლემა ჰქონდა, რის გამოც ბინიდან გასვლა ვერ მოახერხა.
ხანძარი ამ დროისთვის ლიკვიდირებულია. ჯერ უცნობია, რა გახდა ხანძრის გამომწვევი მიზეზი.
შსს-ს ინფორმაციით, ფაქტთან დაკავშირებით გამოძიება სსკ-ის 187-ე მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო.