ქუთაისში ხანძრის შედეგად 65 წლის მამაკაცი დაიღუპა

12:10, 10.01.2019

ქუთაისში ხანძრის შედეგად 65 წლის მამაკაცი დაიღუპა.

ხანძარი წერეთლის N54 -ში საცხოვრებელ სახლში გაჩნდა, სადაც 65 წლის მამაკაცი და მისი ხანდაზმული დედა იმყოფებოდნენ. მამაკაცის ცხედარი დილით მეზობლებმა იპოვეს, ქალი კი გადარჩა.

მეზობლები ამბობენ, რომ ხანძრის სავარაუდო მიზეზი ანთებული სიგარეტი ან ელექტროგაყვანილობა გახდა.

მსგავსი