ქუთაისში კარანტინიდან კლინიკაში გადაყვანილ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა
ქუთაისში კარანტინიდან კლინიკაში გადაყვანილ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა

ქუთაისში საფრანგეთიდან ჩამოსულ პირს კორონავირუსი დაუდასტურდა. მას გამოკვლევა ქუთაისის ლაბორატორიაში ჩაუტარდა.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის თქმით, აღნიშნული პირს საფრანგეთში მოგზაურობის ისტორია აქვს და ქუთაისის ინფექციურ საავადმყოფოში კარანტინიდან გადაიყვანეს.