ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა
ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა

ქუთაისში ინფრასტრუქტურულ პროექტებზე მუშაობა განახლდა. ქვეყანაში კორონავირუსის პანდემიის გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქების ამ ეტაპზე, უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, ნებადართულია ინფრასტრუქტურული და სამშენებლო სამუშაოები. შესაბამისად, ქუთაისშიც ყველა იმ ინფრასტრუქტურულ პროექტზე, რაც დაგეგმილი და დაწყებული იყო ვირუსის გავრცელებამდე, მუშაობა გაგძელდება.

იმერეთში სახელმწიფო რწმუნებულმა ზვიად შალამბერიძემ და ქუთაისის მერის მოვალეობის შემსრულებელმა, დავით ერემეიშვილმა ნინოშვილის ქუჩის მე-19 ჩიხში, ბესიკის და ბერი თევდორეს ქუჩებზე მიმდინარე სამუშაოები დაათვალიერეს.