ქუთაისში „გვირილობას“ აღნიშნავენ
ქუთაისში „გვირილობას“ აღნიშნავენ

ქუთაისში დღეს „გვირილობას“ აღნიშნავენ. ტრადიციული დღესასწაული ქუთაისში, ბაგრატის საკათედრო ტაძრიდან დაიწყო. დღესასწაულის მონაწილეები ბაგრატის ტაძრის წინამძღვარმა, მღვდელმონაზონმა, მამა გიორგიმ დალოცა. ტაძრის ეზოში ჩოხოსნები არიან შეკრებილი.

ბაგრატის ტაძრის შემდეგ, ღონისძიებები ქალაქის ისტორიულ ნაწილში კულტურული ღონისძიებებით გაგრძელდება. ცენტრალურ ბაღში ყვავილების ფესტივალი იმართება. გიმნაზიელი გოგონები გვირილებს ყველა სტუმარს ჩუქნიან.

კულტურული ღონისძიებები მთელი დღის განმავლობაში გაგრძელდება, რომელზე დასწრებაც თავისუფალია.

ადგილობრივი ხელისუფლების წარმომადგენლები დღეს დიპლომატიური კორპუსის წარმომადგენლებს მიიღებენ. ღონისძიებები ცენტრალურ მოედანზე კონცერტით – „მთელი საქართველო ქუთაისში“ დასრულდება. კონცერტში „ალტერ ორკესტრი“ და გიორგი მეფისაშვილი, გიორგი სუხიტაშვილი, მიხეილ ჯავახიშვილი, მაია ბარათაშვილი, სალომე ბაკურაძე, სალომე კორკოტაშვილი, სოფო გელოვანი, ეკა დოლიძე, თემო საჯაია და ნოდიკო ტატიშვილი მონაწილეობენ.