ქუთაისში გრიპით დაავადებულთა მიმართვიანობა გაიზარდა 

12:27, 11.01.2020

ქუთაისში სეზონური გრიპით დაავადებულთა მიმართვიანობა გაზრდილია.

ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს კლინიკა „მედიქალ სითის“ ინფექციურ დაავადებათა განყოფილების ხელმძღვანელმა, ნუგზარ მაღლაკელიძემ განუცხადა.

მისი ინფორმაციით, ამ დროისთვის კლინიკა „მედიქალ სითში“ სეზონური გრიპით 70 პაციენტი მკურნალობს. რამდენიმეს მდგომარეობა რთულია, თუმცა საგანგაშო არ არის.

ექიმი მოქალაქეებს მოუწოდებს, სიმპტომების გამოვლენისთანავე სამედიცინო დაწესებულებებს მიმართონ.

მსგავსი