ქუთაისში გაუჩინარებული ნიდერლანდელი ტურისტის საძიებო სამუშაოები მდინარე რიონში მიმდინარეობს

09:51, 10.03.2020

ქუთაისში გაუჩინარებულ ნიდერლანდელ ტურისტს, სიმ ვიგერს სამაშველო სამსახურის წარმომადგენლები მდინარე რიონში ეძებენ. საძიებო სამუშაოებში შსს-ს საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის თბილისის სწრაფი რეაგირების მთავარი სამმართველოს მყვინთავები ჩაერთნენ.

ვიდეოკამერებს 23 წლის ახალგაზრდა ბოლოს მდინარე რიონის პირას, წითელი ხიდის მიმდებარე ტერიტორიაზე ჰყავს დაფიქსირებული.

ახალგაზრდა 7 მარტს, საღამოს გაუჩინარდა. ძებნილი ახალგაზრდის მშობლები საქართველოში გუშინ, საღამოს ჩამოფრინდნენ.

მსგავსი