ქუთაისში, გასული 24 საათის განმავლობაში სასწრაფოს გამოძახების 203 შემთხვევა იყო
ქუთაისში, გასული 24 საათის განმავლობაში სასწრაფოს გამოძახების 203 შემთხვევა იყო

ქუთაისში, გასული 24 საათის განმავლობაში, სასწრაფო სამედიცინო დახმარების ბრიგადის გამოძახების 203 შემთხვევა იყო.

ქუთაისის სასწრაფო სამედიცინო დახმარების ცენტრის დირექტორის, მაია რუხაძის თქმით გამოძახებები სხვა დღეებთან შედარებით, საშუალოზე მეტი იყო.

„საერთო ჯამში, გასული 24 საათის განმავლობაში გვქონდა 203 გამოძახება. იყო მცირე პიროტექნიკით დაზიანებების შემთხვევები, ასევე ალკოჰოლური თრობა და სხვა. საერთო ჯამში, რიცხვი საგანგაშო არ არის, ზოგადად ვირუსების გამო, ბოლო დღეებში გამოძახებები ისედაც მომატებულია“, – განაცხადა პირველ არხთან მაია რუხაძემ.