ქუთაისში, განჯის ქუჩაზე მცხოვრებლები მათი კორპუსის მიმდებარედ ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ
ქუთაისში, განჯის ქუჩაზე მცხოვრებლები მათი კორპუსის მიმდებარედ ახალი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ

ქუთაისში, განჯის ქუჩაზე, ათსართულიან კორპუსში მცხოვრები მოქალაქეები მათი კორპუსის მიმდებარე ტერიტორიაზე მრავალსართულიანი კორპუსის მშენებლობას აპროტესტებენ.

ადგილობრივების თქმით, პროექტზე ნებართვა ქუთაისის მერიამ გასცა. მოსახლეობა ამბობს, რომ ახალი კორპუსი მათ საცხოვრებელთან ძალიან ახლოს შენდება, რის გამოც, მათი უსაფრთხოება დაცული ვერ იქნება.

ადგილობრივები ამბობენ, რომ ახალ კორპუსს აშენებს კომპანია „იბერია სტარ გრუპი”, რომელმაც მანამდე მათი საცხოვრებელი კორპუსი ააშენა.

მშენებელი კომპანიის იურისტის, თეიმურაზ მესხის განმარტებით, მშენებლობის ნებართვა არსებობს, რასაც წინ უძღოდა შესაბამისი გეოლოგიური და სხვა სახის საჭირო მოკვლევა. მისივე თქმით, პროცესი კანონის დაცვით მიმდინარეობს.