ქუთაისში განახლებული თეთრი ხიდი გაიხსნა
ქუთაისში განახლებული თეთრი ხიდი გაიხსნა

ქუთაისში განახლებული თეთრი ხიდი გაიხსნა. ხიდი ქუთაისის მერმა გიორგი ჭიღვარიამ გახსნა.

ხიდის გახსნის ღონისძიებაში გოგი ალექსიძის თბილისის თანამედროვე საბალეტო დასმა პერფორმანსი წარადგინა, რომელიც ცისფერყანწელთა საარქივო ხმებზე იყო აგებული. ღონისძიება ქუთაისის საოპერო გუნდმა დაასრულა.

ხიდის სარეაბილიტაციო სამუშაოები ადგილობრივი ბიუჯეტიდან 436 000 ლარით დაფინანსდა. პროექტის ფარგლებში ხიდის ხის საფეხმავლო იატაკი ლითონით ჩანაცვლდა. თავიდან შეიღება მოაჯირი. ხიდზე ასევე ამოიტვიფრა ციტატები, რომელიც თეთრ ხიდსა და ქუთაისს ეხება.