ქუთაისში გამოკვლეული კიდევ ცხრა პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

10:11, 19.04.2020

ქუთაისის ე.წ. ცხელების ცენტრში ლაბორატორიიდან ცხრა პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს ქუთაისის „ცხელების ცენტრის“ დირექტორმა არჩილ მუკბანინამა განუცხადა.

მუკბანიანის ინფორმაციით, გასული 24 საათის განავლობაში სამედიცინო დაწესებულებას 15-მა პაციენტმა მიმართა.

ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, მათგან სამს კორონავირუსზე ანალიზს აუღებენ და ლაბორატორიაში გაგზავნიან.

მსგავსი