ქუთაისში გამოკვლეული კიდევ 989 პირიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა
ქუთაისში გამოკვლეული კიდევ 989 პირიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა კორონავირუსზე 989 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და ყველას პასუხი უარყოფითია.

ამის შესახებ ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ მიაწოდა.

გიორგიძის თქმით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, მედპერსონალს, საკარანტინო სივრცეებიდან გამსვლელ პირებსა და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.

ამასთან, როგორც გიორგიძემ აღნიშნა, ამ დროისთვის რეგიონში კარანტინში 180 მოქალაქე იმყოფება, თვითიზოლაციაში კი 75 პირია.