ქუთაისში გამოკვლეული კიდევ 446 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისში გამოკვლეული კიდევ 446 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 446 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და კორონავირუსი არც ერთ პირს არ დაუდასტურდა.

ინფორმაცია ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ მიაწოდა.

გიორგიძის თქმით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს, მედპერსონალს, კარანტინიდან გამსვლელ პირებსა და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.