ქუთაისში გამოკვლეული კიდევ 18 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

09:58, 16.04.2020

ქუთაისის „ცხელების ცენტრში“ ლაბორატორიიდან 18 პაციენტის ანალიზის პასუხი მიიღეს და ყველა პასუხი უარყოფითია,- ამის შესახებ ქუთაისის ე.წ. ცხელების ცენტრის ხელმძღვანელმა არჩილ მუკბანიანმა განაცხადა.

მუკბანიანის ინფორმაციით, გასული 24 საათის განმავლობაში სამედიცინო დაწესებულებას 30-მა პაციენტმა მიმართა.

ეპიდემიოლოგების გადაწყვეტილებით, მათგან ოთხს შესაბამის ანალიზს დღეს აუღებენ და ლაბორატორიაში გაგზავნიან.

მსგავსი