ქუთაისში გამოკვლეული 85 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისში გამოკვლეული 85 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ქუთაისში ბოლო 26 დღეა, „კოვიდ-19“-ის შემთხვევა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქუთაისის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 85 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთ პირთან არ დადასტურდა.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ცნობით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.