ქუთაისში გამოკვლეული 37 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

21:39, 13.04.2020

ქუთაისის ლაბორატორიამ დღეს 37 საეჭვო პაციენტის ანალიზი გამოიკვლია, ყველა პასუხი უარყოფითია, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, ამ დროისთვის იმერეთის რეგიონში თვითიზოლაციაში 50 პირი რჩება. საკარანტინო სივრციდან დღეს 11 პირი გავიდა და 453 დარჩა.

მსგავსი