ქუთაისში გამოკვლეული 327 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა
ქუთაისში გამოკვლეული 327 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში სპეციალისტების მიერ 327 ბიოლოგიური ნიმუში იქნა გამოკვლეული და „კოვიდ-19“ არც ერთ პირთან არ დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა წყალტუბოს კარანტინიდან გამსვლელ 100 პირს, იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და გეგმურად მედპერსონალის ნაწილს ჩაუტარდა.

რაც შეეხება რეგიონის საკარანტინო სივრცეებს, დღეს წყალტუბოში არსებული სასტუმრო „პრომეთეს“ ყველა ადამიანი დატოვებს, სასტუმრო „სპა ლეგენდსში“ კი 60 პირი დარჩება.