ქუთაისში გამოკვლეული 32 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა

21:16, 02.04.2020

ქუთაისის ლაბორატორიამ 32 საეჭვო პაციენტის ანალიზი გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველომ აცნობა. სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით. თვითიზოლაციაში ამ დროისთვის რეგიონში 229 პირი იმყოფება.

შეგახსენებთ, იმერეთში სულ ხუთი საკარანტინო სივრცეა. საინკუბაციო პერიოდის გასვლის გამო, სასტუმრო „პლაზას“ 77 პირი დღეს გვიან ღამით დატოვებს და საკარანტინო ზონაში 15 მოქალაქე დარჩება. სასტუმრო „საირმე“ უკვე დატოვა 95 პირმა და დარჩენილია 109 ადამიანი.

ყოფილ სამხედრო სანატორიუმში დღეს 27 ახალი მოქალაქე დაემატა და ახლა საკარანტინო რეჟიმში აქ 172 ადამიანი იმყოფება.
საჩხერის კარანტინში კი კვლავ 57 პირია. სასტუმრო „პრომეთეში“ კი 52 ადამიანი.

მსგავსი