ქუთაისში გამოკვლეული 207 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

10:05, 25.06.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათის მანძილზე სპეციალისტებმა 207 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთ პირთან არ დადასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და ამავე დაწესებულებების მედპერსონალის ნაწილს ჩაუტარდა.

მსგავსი