ქუთაისში გამოკვლეული 15 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა
ქუთაისში გამოკვლეული 15 პაციენტიდან კორონავირუსი არც ერთს დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიამ დღეს 15 საეჭვო პაციენტის ანალიზი გამოიკვლია და ყველა პასუხი უარყოფითია.

შესაბამისად, კოვიდ 19 არც ერთ მათგანს დაუდასტურდა.

ამასთან, კურორტ წყალტუბოს ტერიტორიაზე მდებარე სასტუმრო „პრომეთეში“ დღეს მეხუთე საკარანტინო სივრცე იხსნება, სადაც  55 პირი მოთავსდება.

აღნიშნული ინფორმაცია საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველომ მიაწოდა.

სამმართველოს უფროსის გოჩა გიორგიძის თქმით, იმერეთის რეგიონში თვითიზოლაციაში ყოფნის ვადა დღეს 54 პირს ამოეწურა, ხოლო ვირუსის საინკუბაციო პერიოდის გასვლას ელოდება თვითიზოლაციაში მყოფი 229 პირი.

რაც შეეხება დანარჩენ საკარანტინო ზონებს – სასტუმრო „პლაზაში“ 87 , ყოფილ სამხედრო სანატორიუმში 144, ხოლო საჩხერის საკარანტინო სივრცეში 57 პირი იმყოფება.

აღსანიშნავია, რომ დღეს საირმეში არსებულ საკარანტინო სივრცეს კი 31 ადამიანი დატოვებს.