ქუთაისში გამოკვლეული 135 ნიმუშის პასუხი კორონავირუსზე უარყოფითია

10:01, 20.07.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 135 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს.

„კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის, გოჩა გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.

მსგავსი