ქუთაისში გამოკვლეული 113 პირიდან კორონავირუსი არც ერთს არ დაუდასტურდა

12:03, 31.05.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში სპეციალისტებმა 113 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, კორონავირუსი არც ერთ პირს არ დაუდასტურდა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა სატვირთო ავტომობილების მძღოლებს, პაცინეტებსა და მედპერსონალის ნაწილს ჩაუტარდა. „კოვიდ-19“ არც ერთს არ დაუდასტურდა.

მსგავსი