ქუთაისში გამოკვლეულ 54 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

10:31, 27.07.2020

ქუთაისის ლაბორატორიაში გასული 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 54 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს, „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებს და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.

მსგავსი