ქუთაისში გამოკვლეულ 395 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისში გამოკვლეულ 395 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისის ლაბორატორიაში კორონავირუსზე 395 ტესტი ჩატარდა და „კოვიდ-19“ არც ერთ პირს არ დაუდასტურდა. ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის ცენტრის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა. გიორგიძის ინფორმაციით, კვლევა პაციენტებსა და საირმის საკარანტინო სივრციდან გამსველელ 133 პირს ჩაუტარდა.

ამასთან, ქუთაისის რეფერალურ ჰოსპიტალში ლაბორატორიიდან კორონავირუსზე ორი პაციენტის ანალიზის პასუხს ელოდებიან. „კოვიდ-19“ დიაგნოზით კლინიკაში კვლავ ერთი პაციენტია მოთავსებული. ჰოსპიტლის დირექტორის, ირაკლი გოგინავას ინფორმაციით, პაციენტის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და მას უტარდება შესაბამისი მკურნალობა.