ქუთაისში გამოკვლეულ 285 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა
ქუთაისში გამოკვლეულ 285 პირს კორონავირუსი არ დაუდასტურდა

ქუთაისში „კოვიდ-19“-ის შემთხვევა ბოლო 22 დღეა არ დაფიქსირებულა, – ამის შესახებ საქართველოს პირველ არხს დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსმა, გოჩა გიორგიძემ განუცხადა.

მისივე ინფორმაციით, ქუთაისის ლაბორატორიაში ბოლო 24 საათის განმავლობაში სპეციალისტებმა 285 ბიოლოგიური ნიმუში გამოიკვლიეს და „კოვიდ-19“ არც ერთ პირთან არ დადასტურდა.

დაავადებათა კონტროლის იმერეთის სამმართველოს უფროსის ინფორმაციით, კვლევა იმერეთის რეგიონში არსებულ სამედიცინო დაწესებულებებში მოთავსებულ პაციენტებსა და სხვა სამიზნე ჯგუფებს ჩაუტარდათ.

დატოვე კომენტარი